"ქართული ოცნების" ოფისთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" ოფისთან მსვლელობით მივიდნენ.

ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, აქტივისები, პოლიტიკოსები და მხარდამჭერები იმყოფებიან. ამასთან, ადგილზე დიდი ოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.